ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

21 მარტი - ქართული ჟურნალისტიკის დღე!

 

ჟურნალისტობა „ბრჭყვილა“ პროფესიაა, მაგრამ ძალიან რთული და შრომატევადი!.

ასე დაიწყო წამყვანმა ღონისძიება, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტში 21 მარტს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს გაიმართა.

სახალისო ღონისძიებაზე თავი მოიყარეს ქალაქის თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთის, რადიოს,  ტელევიზიისა და პრეს-სამსახურების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, ორიგინალურ ფორმატში წარიმართა და სტუმრებმა დიდი ხალისით მიიღეს მასში მონაწილეობა.

გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ითვალისწინებდა ჟურნალისტებისათვის მიცემული დავალებების, სიმღერისა და ცეკვის კონკურსს, ორიგინალური რეპორტაჟის მომზადებას.

ჟურნალისტებმა მიცემულ დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი. მოსამზადებელ ნომრებს  შორის პაუზებს კი თავიანთი შემოქმედებით ავსებდნენ  უნივერსიტეტის  სტუდენტები.

ღონისძიების ფინალი გახლდათ ტრადიციული ტორტი სტუმრებისათვის! ტორტის საზეიმოდ  გაჭრას დაემთხვა საჩუქრის გადაცემა წლის საუკეთესო ჟურნალისტისათვის, რომელიც ადგილზე კოლეგების ხმათა უმრავლესობით იქნა გამოვლენილი.

დასასრულს კი ჟურნალისტებმა გულწრფელი მადლობა გადაიხადეს ასეთი ლამაზი, თბილი დახვედრისა და პროფესიული დღის მილოცვისათვის.

{Gallery dir='news/21-03-2016'}


ბოლო სიახლეები