ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მორაგბეთა კლუბი "ქუთაისის უნივერსიტეტი" უკვე პირველ ლიგაშია

 

დასრულდა ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით. აღნიშნული ჩემპიონატი რაგბის კლუბი "ქუთაისის უნივერსიტეტი"-სათვის მეტად სასიხარულო და წარმატებული გამოდგა: ახალგაზრდა რაგბისტებმა მოიგეს საქართველოს რეგიონული ჩემპიონატი და გადავიდნენ პირველ ლიგაში.

ვულოცავთ კლუბ ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს ღირსეულ, დამსახურებულ  გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ შემდგომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!

აქვე მინდა შეგახსენოთ,  ფინალური შეხვედრა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდმა წყალტუბოს ,,დინოზავრი“-სთან გამართა, დასრულდა ანგარიშის დიდი სხვაობით - 92:15.

აღსანიშნავია, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“ უპირობო ლიდერი გახლდათ: ჩემპოინატის მანძილზე ჩატარებული 15 თამაშიდან უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდმა 15-ივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

 

{Gallery dir='news/25-04-2016'}

ბოლო სიახლეები