ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მომენატრა მზე სინათლის მფენი,მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია

 

,,გამარჯობა ჩემო ტკბილო ადამიანო!

ეს ნაწარმოები საჩუქრად გადმოგცა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩეხოს სახლმა“.

გვინდა, ის შენი სამაგიდო წიგნი გახდეს, დაკარგული მეგობრები გაპოვნინოს და ახალი მეგობრები შეგაძენინოს, ბიბლიოთეკის კარი შეგაღებინოს და მის ბინადრად გაქციოს, იმ უხილავ სამყაროს გაზიაროს, სადაც ცა ათასფერი ცისარტყელებით არის მოხატული, სადაც უსასრულო ლაბირინთები და თვალუწვდენელი მწვერვალებია....

გიყვარდეს კითხვა, რადგან წიგნი მთელი სამყაროა!

მიყვარხარ და გეფერები.

ნინო ჩეხოშვილი,

,,ჩეხოს სახლის“ დამფუძნებელი.

ეს იმ ბარათების შინაარსია, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია - ,,ჩეხოს სახლის“ მიერ გამოცემულ ყველა  წიგნზეა მიკრული და რომლის წამკითხველი გულგრილი ვერ დარჩება შემოთავაზებული ნაწარმოებების მიმართ.

13 მაისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩეხოს სახლის“ დამფუძნებლის, ნინო ჩეხოშვილის ინიციატივით, ქუთაისის უნივერსიტეტს მწერლები შორენა ლებანიძე და ცირა ყურაშვილი ესტუმრნენ. მათ უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინეს ნინო ჩეხოშვილის მიერ სასაჩუქრედ შეძენილი საკუთარი წიგნები: ,,მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ და ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“.

მწერლებმა ისაუბრეს თავიანთი ნაწარმოებების მთავარი პერსონაჟის, აფხაზეთის ომის დროს სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ კომანში დახვრეტილი მღვდელ-მონაზვნის მამა ანდრიას შესახებ. წაუკითხეს ამონარიდები ნაწარმოებებიდან.

ესეისტმა და მთარგმნელმა კოტე კიკნაძემ მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები. სტუმრებმა სტუდენტებს უჩვენეს თამარ ბართაიას დოკუმენტური ფილმი - ,,ხიდი, იური ანუა“. შეხვედრამ ემოციურ ფონზე ჩაიარა. მასპინძლებმა გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართოს საქართველოს სხვა სკოლებსა და უმაღლეს სასაწავლებლებში, რათა ახალი თაობა იცნობდეს თავისი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს -- აფხაზეთს და მისთვის თავშეწირულ გმირებს.
შეხვედრის დასასრულს მწერლები ახალგაზრდებს ,,ჩეხოს სახლის“ მიერ მიძღვნილი ტორტით გაუმასპინძლდნენ.

ვისურვებდით, მსგავსი შეხვედრები კვლავ განმეორდეს ქუთაისის უნივერსიტეტში..

{Gallery dir='news/19-05-2016'}


ბოლო სიახლეები