30 ივნისს სტუდენტური კვირეულის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში გაიმართა ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 სტუდენტი.
კონკურსი გაიმართა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში: არაჩვეულებრივი გარემო და მშვენიერი ბუნება სასიამოვნო ფონს ქმნიდა და დადებითად მოქმედებდა მონაწილეთა განწყობაზე.
ესეების თემები გახლდათ: ,,ჩემი როლი სტუდენტურ ცხოვრებაში“ , ,,მე და თავისუფლება“და ,,ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა“.
კონკურსის შედეგები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა და გამოვლენილ გამარჯვებულს სიმბოლურად სასაჩუქრე კალამი გადასცა.