ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის (019) სასწავლო გრანტის კონკურსი აბიტურიენტებისათვის

2010 წლის 19-20 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. მონაწილეებმა ტესტირება გაიარეს ზოგად უნარებში.

კონკურსის შედეგებით პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებს 100 % დაფინანსებას, ხოლო  მე-2  და მე- 3 ადგილზე გასული აბიტურიენტები-50% დაფინანსებას. თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი  შეუნარჩუნდება სტიპენდიის სახით.

გამოცხადებულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია იმერეთისა  და სამეგრელოს რეგიონებში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 541 აბიტურიენტმა, როგორც ქალაქ ქუთაისის, ასევე სხვადასხვა რაიონების,აგრეთვე დედაქალაქის საჯარო თუ კერძო სკოლებიდან.

ტესტირება მიმდინარეობდა ეროვნული გამოცდების იდენტურად,წესების მკაცრი დაცვით. აბიტურიენტებს დაურიგდათ ტესტები, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისაგან ვერბალური და მათემატიკური (სულ 80 საკითხი) სამუშაო დრო შეადგენდა სამ საათს. ოთახებში დამონტაჟებული ვიდეო თვალი და დამკვირვებელთა ორგანიზებული ჯგუფი სრულ წესრიგსა და ობიექტურობას უზრუნველყოფდა. სააქტო დარბაზში მშობლებს საშუალება ქონდათ თვალყური ედევნებინათ ტესტირების მიმდინარეობისთვის.

{Gallery dir='news/21-03-2011'}

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებთან ერთად დამკვირვებლებად ჩვენი უნივერსიტეტის აქტიური და წარჩინებული სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

გამოყენებული   ტესტები და აბიტურიენტების შედეგები ორი კვირის შემდეგ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.


ბოლო სიახლეები