ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018“

23 მაისს მოეწყო ინფორმაციული შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროექტ ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018“ -ის საინიციტიავო ჯგუფის მიერ.

პროექტი დაფინანსებულია ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამა -UNDP -ის მიერ.

პროექტის მიზანი გახლავთ ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

პროექტის პირობების პრეზენტაციამ საკმაო დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებს შორის და დაისვა შეკითხვები უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN) – 2018“ -ის მიმდინარეობის პროცესში.

რეგისტრაციის მსურველებმა იხ. ელექტრონული აპლიკაციის ფორმა მითითებულ მისამართზე. https://goo.gl/wSdzqa



ბოლო სიახლეები