ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი მასპინძლობდა CURE პროექტის მე-5 ეროვნულ კონსორციუმის შეხვედრას

ამა წლის 15-16 ივნისს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში შედგა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ CURE კონსორციუმის ყველა ქართული ორგანიზაციის წარმომადგენლები:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისუ)
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი
  3. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ (ქუ)
  4. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნვერსიტეტი
  6. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (სგი).

 

CURE - ეს არის Erasmus + პროგრამის ინსტიტუციური თანამშრომლობის ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი, რომელსაც კოორდინატორობას უწევს გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ქ. ჰაიფა, ისრაელი); ხოლო, საქართველოში CURE პროექტის კოორდინატორ დაწესებულებას წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ხელმძღვანელობითაც წარიმართა სამუშაო შეხვედრები ქუთაისში.

პროექტის მთავარი მიზანია მრავალფასადური პროგრამის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს კურიკულუმის დონეს სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების გაცნობიერების მიმართულებით მასწავლებელთა გადამზადების  პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში. ეს კი უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: ახალი საპილოტე კურსების შემუშავება; ტრეინინგ სემინარების ორგანიზება ფაკულტეტის წევრებისთვის და საჯარო საშუალო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისთვის; სტუდენტთა „ლიდერშიფის“ ტრეინინგების მოწყობა და სტუდენტური აქტივობების ხელშეწყობა CURE-ს პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ახლად დაფუძნებული “სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრების”  მეშვეობით. 

ქუთაისის შეხვედრების  მთავარი მიზანი იყო CURE-ს კონსორციუმის მე-4 საერთაშორისო კონსორციუმის შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადება, რომელიც ამა წლის 2-5 ივლისს უნდა გაიმართოს ბათუმში.

შეხვედრები წარიმართა წინასწარ შედგენილი დღის განრიგის მიხედვით. სათანადოდ შეფასდა პარტნიორი დაწესებულებების საქმიანობის შედეგები განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში. გარდა ამისა, მიღებულ იქნა პროექტისთვის სასარგებლო რამდენიმე კონსტრუქციული გადაწყვეტილება, რომლებიც უახლოეს საერთაშორისო კონსორციუმის შეხვედრაზე უნდა იქნას განხილული.


ბოლო სიახლეები