ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა  ფაკულტეტი 2018-19 სასწავლო წლისათვის გთავაზობთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს „საფინანსო,საბანკო და სადაზღვევო საქმე“  და „ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი“.  მისაღები გამოცდა სპეციალობის საგანში ჩატარდება წერითი ფორმით, ბილეთში იქნება 3 საკითხი, მაქსიმალური ქულა -100, გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ 51 ქულისა და ასევე B2ინგლისური. დაწვრილებით ინფორმაციას მისაღები გამოცდის ვადების შესახებ მოგაწვდით 2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში. მანამდე კი გთავაზობთ მაგისტრანტობის კანდიტატებისათვის საჭირო საბუთების, საგამოცდო საკითხებისა და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალს:

  1. წარმოსადგენი საბუთები:
  • ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის დიპლომის დედანი და ქსეროასლი ან, თუ დიპლომი არაა გაცემული, შესაბამისი ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელმაც მიანიჭა აკადემიური ხარისხი
  • დიპლომის დანართი
  • 4 ცალი ფერადი ფოტოსურათი  ზომით 3x4 სმ და მისი ელექტრონული ასლი CD დისკზე
  • პირადობის მოწმობა და მისი ქსეროასლი
  • მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი და მისი ქსეროასლი (ვაჟებმა)

საგამოცდო საკითხები


ბოლო სიახლეები