ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პროექტი \"ჩემი სახლის მმართველი- ჩემი მომავლის მმართველი!\"-ს პრეზენტაცია

ქუთაისის უნივერსიტეტი მიწვეულ იყო განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთისა და \"ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში\"- ს ორგანიზებით განხორციელებული პროექტის \"ჩემი სახლის მმართველი- ჩემი მომავლის მმართველი!\" დასკვნით ღონისძიებაზე. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გერმანელი პარტნიორები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და და დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 

პროექტი მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გადამზადებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე „ჰაუზმასტერების“ მომზადებას დევნილთა ჩასახლებებისათვის. 
მონაწილეები გერმანიაში ყოფნისას გაეცნენ ადგილობრივ კანონმდებლობას, და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკას.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დუალური განათლების შესაძლებლობებზე საქართველოში. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბოლო სიახლეები