ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის პრიორიტეტები

ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაა იმერეთის მხარეში იყოს საუკეთესო:

  • საქართველოს და მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბიზნეს და ეკონომიკური ცოდნის მიწოდებაში, შესაბამისი აკადემიური ღირებულებების ფორმირებაში, მათი შენარჩუნებისა და გამოყენების უნარის განვითარებაში;
  • კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ეკონომისტთა ახალი თაობების მომზადებაში;
  • სრულფასოვანი მოქალაქეების, თანამედროვე ლიდერების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მზად იქნებიან თამამად შეხვდნენ აწმყოს გამოწვევებს და თავიანთი პროფესიონალიზნით გაამდიდრონ მომავალი;
  • კრეატიულობასა და ნოვატორულობაში;
  • რეგიონული და საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელებაში, საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის სრული გამოყენებისა და მის შემდგომ განვითარებაზე გამოუდმებული ზრუნვის პირობებში;

აქ თანამედროვე ცოდნის მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი:

  • განახლებული, გალამაზებული შენობა და ეზო, ნათელი, თბილი კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
  • უახლესი, თანამედროვე ლიტერატურით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი;
  • ორი კომპიუტერული კლასი, მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი;
  • ენათა ცენტრი;
  • სააქტო დარბაზი კონფერენციებისათვის, სცენისა და ხელოვნების მოყვარულთათვის;
  • ღრმა კვალიფიკაციის მქონე, საუკეთესო პროფესურა;
  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამები;
  • სასწავლო პრაქტიკა: TBC-ბანკში, ტაო-პრივატ-ბანკში სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი ბისიაი“;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სასწავლო-გაცვლით პროგრამებში: Fullbright, Maski, Irex, Kirkland, Eeu, Daad

ბოლო სიახლეები