ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

CURE პროექტის ფარგლებში შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლების წარმატებული გამოსვლა პედაგოგიური განათლების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე ისრაელში

2019 წლის 23 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით მოფეტის ინსტიტუტში, ქ. თელ-ავივში (ისრაელი), ჩატარდა ევროკავშირის “Erasmus+” პროგრამის CURE პროექტის მე-5 საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნითი 2-დღიანი შეხვედრა (23 ივნისი და 27 ივნისი).

 

კონსორციუმის შეხვედრებს შორის პერიოდში (24, 25, 26 ივნისი), ამავე ინსტიტუტში, CURE პროექტის კონსორციუმის წევრებმა აღნიშნული პროექტის შედეგების „დისემინაციის“ მიზნით მონაწილეობა მიიღეს მე-7 საერთაშორისო კონფერენციაშიც, რომლის პროგრამის სახელწოდება იყო „ინოვაციების ისტორია პედაგოგიურ განათლებაში“.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონსორციუმის შეხვედრებს და კონფერენციას ესწრებოდნენ CURE პროექტის გუნდის ხელმძღვანელი - ელგუჯა დეისაძე და პროექტის მკვლევარ-მასწავლებელი - მარიამ კილანავა.

 

24 ივნისს საერთაშორისო კონფერენციაზე ე.წ. „მოკლე მრგვალი მაგიდის“ ფორმატში წარდგენილი იქნა სადისკუსიო თემა „აქტიური მოქალაქეობის და დემოკრატიული ღირებულებების კულტივირება პედაგოგიურ განათლებაში: ევროკავშირის, ისრაელის და საქართველოს პერსპექტივები“, სადაც საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა ელგუჯა დეისაძემ.

 

ხოლო 26 ივნისს საერთაშორისო კონფერენციაზე ე.წ. „პოსტერის“ ფორმატში თავისი კვლევითი ნაშრომი „ღირებულებითი განათლების უპირატესობები ქართულ EFL კლასში CURE პროექტის ფარგლებში“ წარადგინა  მარიამ კილანავამ.

 

კონფერენციაზე წარმატებული გამოსვლების გარდა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის შეხვედრებზე, ევროკავშირის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის (ტალინის უნივერსიტეტის) წარმომადგენელს - პროფესორ სირიე ვირკუსს წარმოუდგინეს ანგარიში CURE პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ და შეათანხმეს ამ წარმომოდგენლის ქუთაისში ვიზიტის თარიღი (მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლო კვირა). მომავალი ვიზიტის მიზანი იქნება შპს ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური აქტივობების მონიტორინგი.  


ბოლო სიახლეები