ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ - ქალაქის მერია ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრა

18 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტს ქალაქის მერიისა და საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" წარმოამადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს პროექტი „შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ გააცნეს. შეხვედრას საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ კონსულტანტი გიგა ხარებავა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი და მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნოდარ ჯიქია წარუძღვნენ. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქალაქის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობა და იდეების ინიცირება მნიშვნელოვანია .

სპიკერებმა საპროექტო წინადადების რეგისტრაციის წესებიც განმარტეს. საპროექტო განაცხადის შეტანა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაგეგმილი ღნისძიებები კი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა ხორციელდებოდეს. პირველ ეტაპზე 10 ფინალისტს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გამოავლენს. საბოლოოდ, გამარჯვებული 3 საპროექტო განაცხადი გახდება, რომელიც საჯარო კენჭისყრისას ხმების მაქსიმალური რაოდენობით გამოვლინდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს volis.kutaisi.gov.ge


ბოლო სიახლეები