ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019

19 სექტემბერს ქუთაისში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“ ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ქუთაისის უნივერსიტეტი იყო.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტენდთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 3D კალმით თავადვე დაეხატათ , დაეთვალიერებინათ 3D პრინტერი და მასზე შექმნილი ნამუშევრები. უნივერსიტეტის რობოტიკის სკოლის მოსწავლეებმა მნახველებს თავიანთი შექმნილი რობოტიკის მოდელებიც აჩვენეს და ცოდნა გაუზიარეს.
ფესტივალზე წარდგენილი იყო ვირტუალური ლაბორატორიაც, რომლის მთავარი მიზანი სამედიცინო მიმართულების სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გაუმჯობესებაა.
ტექნოლოგიით დაინტერესებულმა დამთვალიერებელმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო უნივერსიტეტში არსებული Сrialab-ის შესახებ, რომელიც ნებისმიერი სტუმრისთვის მუდმივად ღიაა.
ღონისძიების მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ყველა ასაკის ადამიანისთვის ინფორმაციის საინტერესოდ და სახალისოდ მიწოდებაა.