ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საგაზაფხულო მობილობა 2020 - შეთავაზებები, წესები და პროცედურები

გადმოდი მობილობით და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით :

v  თუ შენი GPA 3,0-ზე, მიიღე 30%-იანი გრანტი.

v  თუ შენი GPA 3,7-ზე, მიიღე 50%-იანი გრანტი.

v  თუ გაქვს 100%-იანი გრანტი, მიიღე ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით.

v  თუ სტუდენტის სტატუსი 2018 წლის პირველ იანვრამდე შეგიჩერდა, გადმოდი მობილობით და სწავლის საფასური გაგინახევრდება.

აქ გელოდებათ:

Ø  მოქნილი და ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი _ მაქსიმალური ხელშეწყობა დასაქმებულებს

Ø  ყველა სასწავლო მასალის ონლაინ ვერსია

Ø  დაგროვილი კრედიტების მაქსიმალური აღიარება

Ø  სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა

Ø  საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა

Ø  სტაჟირება პრესტიჟულ პროფილურ დაწესებულებებში;

მობილობა ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე:

 

§  საბაკალავრო პროგრამები:

 

·         ეკონომიკა

·         ტურიზმის მენეჯმენტი

·         ბიზნეს ადმინისტრირება

 

§  სამაგისტრო პროგრამები:

 

·         საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო საქმე

·         საბუღალტრო აღრიცხვა, აუდიტის სპეციალობა

 

§  სადოქტორო პროგრამა

·         ეკონომიკა

 

მობილობისთვის უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები :

        I.            დარეგისტრირდით საიტზე  და გააკეთეთ განაცხადი მობილობაზე 22 იანვირდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე  https://students.emis.ge/

     II.            მობილობის უფლების მოპოვების  შემთხვევაში,  6 თებერვლიდან  12 თებერვლამდე  ქუთაისის უნივერსიტეტში  უნდა წარმოადგინოთ:

1.      პირადობის მოწმობის ასლი;

2.      მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;

3.      მშობლიურ უნივერსიტეტში სტატუსშეწყვეტილმა (?)  ან სტატუსშეჩერებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ბრძანების დამოწმებული ასლი  სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ;

4.      ინფორმაცია სტუდენტის მიერ განვლილი სასწავლო კურსებისა და მიღებული შეფასებების  შესახებ იმ უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც სწავლობს/სწავლობდა სტუდენტი (ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ნიშნების ფურცელი)

5.      იმ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რის საფუძველზეც ჩაირიცხა მშობლიურ უნივერსიტეტში

6.      მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებმა)

 

7.      პროგრამების შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაძლოა უნივერსიტეტმა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

 

 

v  შიდა მობილობის განცხადების მიღების ვადაა 12 თებერვლიდან 20 თებერვლის   ჩათვლით.

v  ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის სტატუსით უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის დამატებით უნდა წარმოადგ ჩარიცხვის მომენტისათვის მოქალაქეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის ასლი.

 

 

o   მობილობის მსურველი პირი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ქუთაისის უნივერსიტეტის მობილობის სამსახურში (ოთახი 208)  და წარმოადგინოს ზემოთ მოცემული საბუთები.

o   განაცხადება და საბუთები მიღება  დილის 10-დან საღამოს 17 საათამდე (მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13) შაბათ–კვირის გარდა.

o   საკონტაქტო პირი : მობილობის პროცესების მენეჯერი თინათინ მეფარიშვილი  514 70 44 07