ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

გაეროს განსახლების პროგრამის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაწყებულია

გაეროს განსახლების პროგრამის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაწყებულია

გაეროს განსახლების პროგრამის (United Nations Human Settlement Programme) პრემიის - „2019 Dubai International Best Practices Award for Sustainable Development“ - მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაწყებულია.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ, როგორც ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საზოგადოებრივ ფონდებს, კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
სააპლიკაციო თემატიკის კატეგორიებია:
1. მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა ურბანულ რეგენერაციასა და საჯარო სივრცეებში;
2. მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა ინოვაციური და სმარტ შენობების კონსტრუქციაში;
3. მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა ურბანულ კვების სისტემაში;
4. მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა კლიმატის ცვლილებასა და დაბინძურების შემცირებაში;
5. მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკა უბრანული ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მენეჯმენტში.
ასევე გაცნობებთ, რომ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი, დაჯილდოება კი გაიმართება კონფერენციაზე, 2020 წლის ნოემბერში, ქ.დუბაიში, ,,ექსპო 2020-ზე’’.
საერთო საპრიზო ფონდი: 1 მილიონი $
აპლიკაციის ლინკი: https://www.dubaiaward.ae/apply-now/


ბოლო სიახლეები