ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კვლევის დაფინანსება

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტი ახორციელებს შიდა საგრანტო კვლევით კონკურსს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს განაცხადი და მიიღოს დაფინანსება კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნის, სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული პირების ნდობის ჩამოყალიბების, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცედურების შექმნისა და მკვლევრების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპების დანერგვის მიზნით უნივერსიტეტში შექმნილია  „კვლევების დაფინანსების წესი“.