ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

დებულება


„ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს“
ჰენრი ფორდი


„ქუთაისის უნივერსიტეტის“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული მენეჯმენტის ნაწილს და თავისი საქმიანობით ემსახურება უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას. იგი მიზნად ისახავს მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს

„ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. სამსახურისთვის პრიორიტეტულია ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემის განვითარება, ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესების წარმატებით გავლა, უნივერსიტეტის ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრირება და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობა ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც ორიენტირებულია ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ხელს უწყობს სწავლა-სწავლების, კვლევის და ადმინისტრაციული საქმიანობისა და შედეგების შეფასების წარმატებით განხორციელებას. უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხის შიდა და გარე შეფასების მეთოდების და „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ (PDCA) ციკლის პრაქტიკაში განხორციელებაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: [email protected]

მის.: 4600 ქუთაისი, წერეთლის ქ. № 13; ოთახი № 307


ნინო ალავიძე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ტელ.: (+995) 598 75 68 75

ელ. ფოსტა: [email protected]

 

თათია ხარაბაძე 
პროგრამების კოორდინატორი 
ტელ.: (+995) 595 09 61 77
ელ. ფოსტა: [email protected]