ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახური

სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტში არსებობს სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახური. წარმოგიდგენთ თანამშრომელთა საკონტაქტო მონაცემებს. 

სასწავლო პროცესების მართვისა და სუდენტური სერვსების სამსახურის უფროსი – თამარ ხაჩიძე (მობ. 577648411; ელ.ფოსტა: [email protected] ; ოთახი 211 )


სტუდენტთა კარიერული განვითარება და კურსდამთავრებულთა ბაზების წარმოება

სტუდენტთა კარიერული განვითარება და კურსდამთავრებულთა ბაზების წარმოების კოორდინატორი ანა ტყეშელაშვილი (მობ.557500707; ელ.ფოსტა: [email protected] ; ოთახი 211) უზრუნველყოფს სტუდენტთა  ინფორმირებას შრომის ბაზრის და პოტენციური დამსაქმებლების შესახებ, ახორციელებს სტუდენტთა კონსულტირებას პროფესიული ორიენტაციის, საკუთარი განათლებისა და კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების პროცესისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადების საკითხებზე; ახდენს პროფესიული და კარიერული ზრდის ტრენინგ-კურსების ორგანიზებას და წარმოადგენს შუამავალს უნივერსიტეტს, კურსდამთავრებულებს და დამსაქმებლებს შორის.


მობილობის პროცესის კოორდინაცია

მობილობის პროცესებით  დაინტერესებულ სტუდენტთა ინფორმირებულობას ახდენს, მობილობის პროცესების კოორდინატორი - თინათინ მეფარიშვილი (მობ. 514704407; ელ.ფოსტა: [email protected]; ოთახი208), რომელიც მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას  როგორც  რეგისტრაციის ვადების, მობილობის ეტაპების, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, თქვენს მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების შესაძლებლობის შესახებ და სხვა;


რეესტრის წარმოება, დიპლომების გაცემა

რეესტრის წარმოების კოორდინატორი ნაირა მანაგაძე (მობ. 558029229 ელ.ფოსტა: [email protected] ; ოთახი 211) უზრუნველოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის ბრძანება N127/ნ –ით განსაზღვრული ინფორმაციის შეტანას, მასში ცვლილებების განხორციელებას ან/და რეგისტრირებული ინფორმაციის რეესტრიდან ამოღებას; ასევე დიპლომების შევსებას, აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებზე დიპლომებისა და მათი დანართების გაცემას კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებით, გაცემული დიპლომების აღრიცხვასა და დიპლომების ბლანკების შენახვას.


უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაცია 

უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის კოორდინატორი - მარიამ მჭედლიძე (მობ. 555357373; ელ.ფოსტა:[email protected]; ოთახი 211) უცხოელი სტუდენტების უკეთ ინტეგრირების მიზნით ახორციელებს პერსონალის, ადგილობრივი სტუდენტებისათვის და უცხოელი სტუდენტებისათვის ტრეინიგების ჩატარებას უცხო ქვეყნების კულტურული თავისებურებების გაცნობის მიზნით; უზრუნველყოფს აპლიკანტისათვის ინფორმაციის მიწოდებას ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებით;


საგამოცდო ცენტრის კოორდინაცია

საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი - ლილე იმედაძე (მობ. 571750600; ელ.ფოსტა: [email protected] ოთახი 211)  უზრუნველყოფს სტუდენტთა ინფორმირებას სასწავლო, საკონსულტაციო და საგამოცდო პროცესების შესახებ; სააპელაციო განცხადებების მიღებას; აკადემიური კალენდრის, სასწავლო, კონსულტაციების და საგამოცდო ცხრილის განთავსებას უნივერსიტეტის შენობაში საინფორმაციო ელექტრონულ დაფაზე, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ასევე თითოეული სტუდენტის კორპორაციულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნას;


ფსიქოლოგიური მომსახურება

ფსიქოლოგიური დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტთა ფსიქოლოგს - ნინო ქარსელაძეს (მობ. 598858799; ელ.ფოსტა:[email protected]; ოთახი 402), რომელიც   ახორციელებს სტუდენტთა პირველად და პერმანენტულ სკრინინგს, ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას; პრობლემაზე ორიენტირებულ მომსახურეობას; ინდივიდუალურად და ჯგუფურად გათვალისწინებულ ფსიქოსარეაბილიტაციო ღონისძიებებს;