სწავლის საფასური და სტიპენდიები
საბაკალავრო პროგრამები:
ეკონომიკა - სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი.
ტურიზმის მენეჯმენტი - სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი.
ბიზნესის ადმინისტრირება - სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი.
სამაგისტრო პროგრამები:
საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე -სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი -სწავლის წლიური საფასური -2250 ლარი
სადოქტორო პროგრამა:
ეკონომიკა - სწავლის წლიური საფასური 2500 ლარი.
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა 4500 ამერიკული დოლარი.
სტიპენდიები
- 100 %_იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტი, მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით;
- ოქროს და ვერცხლის მედალოსნები მიიღებენ სტიპენდიას შესაბამისად - 80 და 70 ლარის ოდენობით.
- მაღალი რეიტინგის მქონე, წარჩინებული სტუდენტისათვის უნივერსიტეტის დამფუძნებელ - ვალერიან ქელბაქიანის სახელობითი სტიპენდია 100 ლარის ოდენობით
- საბაკალავრო პროგრამების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სამი კატეგორიის სტიპენდია - 60, 50, 40 ლარის ოდენობით.
- აბიტურიენტი, რომელიც ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და საგანში - „ინგლისური ენა“ მიიღებს 60 ქულას ან მეტს, ან რომლის ნედლი ქულა ნაკლებია 60-ზე, მაგრამ მისი სკალირებული ქულა გათანაბრებულ იქნება მინიმუმ ნედლ 60 ქულასთან, მიიღებს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს სწავლების საფასურის სრულ - 100%_იან დაფინანსებას.
სოციალური შეღავათები
- 100% დაფინანსება - სამ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს;
- 30% ფასდაკლება - ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს შემდგომი საფეხურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისას;
- 20% ფასდაკლება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს;
- 20% ფასდაკლება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილე პირებს;
- 10% ფასდაკლება - თითოეულს ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრისთვის;
- 0% სტუდენტური სესხი - სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა.
გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:
მიზნიბრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შ.პ.ს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“
თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021 GEL
ვითიბი ბანკი - GE02VT0200000008883608
ბაზისბანკი - GE52BS0000000077636087
პროკრედიტ ბანკი GE22PC0013600100029889 GEL