გახდი ჩვენი სტუდენტი და გჭირდება სტუდენტური სამუშაო?
დაამთავრე ჩვენი უნივერსიტეტი და ეძებ სასურველ სამსახურს?
უნივერსიტეტის კარიერის ხელშეწყობის სამსახური თქვენს გვერდითაა.

ის მუდმივად ეძებს თქვენთვის ინფორმაციას საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ. გაწვდით ამ ინფორმაციას, უკავშირდება პოტენციურ დამსაქმებლებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს რეგიონში და მთლიანად საქართველოში მოქმედ კომპანიებთან და საჯარო დაწესებულებებთან არსებული სამუშაო ადგილებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ. 

   უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ცნობილ და წარმატებულ კომპანიებთან და ბანკებთან, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან სტაჟირებასა და პრაქტიკას. მათ შორის საუკეთესო სტაჟიორები წარმატებით საქმდებიან ამ კომპანიებში.


   კარიერის ხელშეწყობის სამსახური ხშირად ატარებს პროფესიული და კარიერული ზრდის ტრენინგ-კურსებს. ეს არის არა მარტო შეხვედრების ადგილი კურსდამთავრებულების, სტუდენტების და საქართველოში სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოქმედი ბიზნესმენებისა, არამედ მომავალში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის დასაქმების კარგი პერსპექტივაც.
კარიერის ხელშეწყობის სამსახური მუდმივად ზრუნავს უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერაზე. ამის დასტურია ჩვენი სტუდენტების დასაქმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი კერძო თუ სახელმწიფოში სექტორში. ბაკალავრების 70% და მაგისტრების 95% სწავლის დამთავრების შემდეგ აგრძელებენ წარმატებულ საქმიანობას საჯარო სამსახურებსა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.