იმ სტუდენტებისთვის რომელთაც, დატვირთული გრაფიკი აქვთ (სპორტსმენები, ხელოვანები, დასაქმებულები და ა.შ)  და ხშირად ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში ფიზიკურად ყოფნას იმ მიზნით, რომ არ ჩამორჩნენ უნივერსიტეტის სასწავლო აკადემიურ პროგრამებს ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს ონლაინსწავლების ელექტრონული პროგრამა WENET.  

  ქსელის ვებგვერდზე განთავსებულია ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსი. კურსების შემქმნელები არიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ყველა კურსის გვერდზე სტუდენტმა შეიძლება იპოვოს შესაბამისი ლიტერატურის ელექტრონული ვერსია ან ლინკი. სალექციო კურსი, ტესტები., კითხვარები. ქსელი საშუალებას აძლევს  სტუდენტს ონლაინრეჟიმში პროფესორ-მასწავლებლების უშუალო ხელმძღვანელობით და მითითებებით შეასრულოს სხვადასხვა დავალებები მათ შორის ქვიზები და შუალედური გამოცდები. მიიღოს შეფასებები.