გაცვლითი პროგრამები

  ევროპულ განათლებასთან ზიარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა - ყველა სტუდენტის ოცნებაა. ჩვენი უნივერსიტეტი შენ ამ ოცნების ახდენის შანსს გთავაზობს!

ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა საფეხურის სტუდენტისათვის  ახორციელებს სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროექტებს ერაზმუს  +  პროგრამების ფარგლებში. კერძოდ, უნივერსიტეტი მონაწილეობს 10 საერთაშორისო პროგრამაში, რომლის საშუალებითაც ბოლო ორი წლის მანძილზე უნივერსიტეტის საუკეთესო  სტუდენტები გახდნენ გამარჯვებულნი და რამდენიმე  სემესტრით სწავლობდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, რუმინეთის  პარტნიორ უნივერსიტეტებში. კურსების  წარმატებით დაასრულების შემდეგ კი დაუბრუნდნენ მშობლიურ უნივერსიტეტს.

   გაცვლითი პროგრამების გამარჯვებულები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ევროპაში გატარებულ სტუდენტურ პერიოდზე.

იყავი შემდეგი გამარჯვებული შენ!

გადადგი ნაბიჯი წარმატებისაკენ!