საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეკანის ოფისი

 

 

დეკანი

 

დეკანი ხელმძღვანელობს ფაკულტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ  ყველა ორგანიზაციულ საკითხს.ზრუნავს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისათვის. წარმოადგენს და იცავს სტუდენტთა ინტერესებს რექტორატის წინაშე.

დეკანს სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში ეხმარება დეკანის ოფისი.

დეკანის უშუალო ხელმძღვანელობითა და მასთან შეთანხმებით განისაზღვრება   სასწავლო კურსების(საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების) მეცადინეობის ცხრილები; შუალედური და შემაჯამებელი გამოცდების განრიგი; პროფესიული კადრების შერჩევისა და მოზიდვის პროცესი; სისტემატიურად  ამოწმებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ლექცია-სემინარებზე, საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე დასწრებას,მონაწილეობას; დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად აკონტროლებს ლექცია-სემინარების ხარისხს.

ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი ფაკულტეტის დეკანის ხელმძღვანელობით აწესრიგებს საფაკულტეტო, სასწავლო პროცესების საორგანიზაციო ღონისძიებებს და დოკუმენტაციებს. კურირებას უწევს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკას, სტაჟირებას; საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პროცედურას; სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების მოწყობას; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხდება შეფასების უწყისების რეგისტრაცია და მკაცრი აღრიცხვა; კოორდინაციას უწევს აკადემიური საბჭოს მუშაობასთან  დაკავშირებულ ყველა ძირითად დოკუმენტებს.

მდივნები

მდივნები აწესრიგებენ ყველა ძირითად დოკუმენტს,რომელიც სტუდენტის სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული :სტუდ-ბილეთები,ჩათვლის წიგნაკები,აკადემიური მოსწრების უწყისები,დიპლომის დანართები, სტუდენტთა მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

აწარმოებენ სტუდენტთა შეფასების უწყისებთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას (აღრიცხვა-რეგისტრაცია, სტუდენტთა გამოცდებსა და შუალედურ სარეიტინგო წერებზე დაშვების ბრძანებათა პროექტები); ამზადებენ დამამთავრებელი კურსების სტუდენტთა (ბაკალავრების, მაგისტრების) ყველა ოფიციალურ დოკუმენტს სადიპლომო ნაშრომების დაცვაზე წარსადგენად-შეასაბამისი ბრძანებათა პროექტების თანხლებით.

კოორდინატორები

გინდათ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით  და  გაინტერესებთ შემდეგი საკითხები: უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა, სასწავლო და სალექციო დროის განაწილება ,უნივერსიტეტში სწავლის შეწყვეტასთან ,რეგისტრაციასა და მობილობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი უნივერსიტეტში, სწავლის შედეგების შეფასება და მისი სტრუქტურა, საკრედიტო სისტემა, ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, სტუდენტის მოვალეობანი,უფლებები, მხარდაჭერა და უამრავი საინტერესო საკითხი, რომელიც უკავშირდება სტუდენტის უნივერსიტეტში სწავლებას და შემეცნებით განვითარებას. შეგიძლიათ გაიგოთ თქვენს კოორდინატორებთან. მიმართეთ მათ!!!

 

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია:

  1. შინაგანაწესშია
  2. ფაკულტეტის დებულება