ღონისძიების ავტორი

დიალოგები დემოკრატიაზე

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში აგრძელებს დისკუსიების სერიას თემაზე \\\"დიალოგები დემოკრატიაზე\\\". 24 თებერვალს 13:00 სთ-ზე გიწვევთ აღნიშნული სერიის მეექვსე დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება ქუთაისის უნივერსიტეტში თემაზე: \\\"ღირებულებათა ტრანსფორმაცია და ტოლერანტობა\\\". საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას ტოლერანტობის საკითხის ასახვაზე საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ისაუბრებენ CELA-ს სტაჟიორები მარიამ გულიაშვილი, თემო ბეჟანიძე და შოთა ნარსია. ღირებულებათა ტრანსფორმაციის საკითზე კი მომხსენებლები იქნებიან: დემეტრე დათიაშვილი, ნათია ბოტკოველი, შოთა ნარსია, თამარ ჩითინაშვილი. დასწრება თავისუფალია.