ღონისძიების ავტორი

შიდა საგრანტო კონკურსი

29-30 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართება შიდა საგრანტო კონკურსი, რომელიც შანსს აძლევს 3 აბიტურიენტს მიღწეული შედეგის შესაბამისად მიიღოს 100% და 50% გრანტი 4 წლის განმავლობაში.
I ადგილზე გასული - სრულად თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისაგან.
II-III ადგილზე გასული - თავისუფლდება სწავლის საფასურის გადასახადის ნახევრიდან.

თუ კონკურსის გამარჯვებული იმავდროულად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით !

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 აპრილი !