ღონისძიების ავტორი

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/unikedug/domains/unik.edu.ge/public_html/content.php on line 765

ევროკავშირის Erasmus + პროგრამის ,,CURE“ პროექტის გაცნობითი შეხვედრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის

16 ოქტომბერს, ორშაბათს, 15:00 სთ-ზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ევროკავშირის Erasmus + პროგრამის ,,CURE“ პროექტის გაცნობითი შეხვედრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის.

 

შეხვედრას წარუძღვებიან ,,CURE“ პროექტის წევრები, მკვლევარ-მასწავლებლები, გიორგი ჭუმბურიძე და თინათინ მეფარიშვილი, რომლებმაც, პროექტის „სპეციალური მობილობის ფორმატის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 11-18 სექტემბერს, ქ. კრაკოვის იეგელონიის უნივერსიტეტში გაიარეს ტრეინინგ-სემინარები თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებ.

 

,,CURE“ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დატრეინინგებული მკვლევარ-მასწავლებლები შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებენ პოლონეთში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.

 

შეხვედრის ხანგრძლივობა - 1 სთ.