ღონისძიების ავტორი

ბიზნეს სკოლა

ქუთაისის უნივერსიტეტი და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2019 წლის 1 აპრილიდან, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქუთაისში მცხოვრებ მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებს იწვევს ბიზნეს სკოლაში. პროექტის ოფიციალური პარტნიორია ფინკა ბანკი.

 დაინტერესებული პირებისგან შეირჩევა 60 ყველაზე მოტივირებული და აქტიური მოსწავლე, რომლებიც 2–თვიან სასწავლო კურსს გაივლიან – ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი, რესურსების მობილიზება, სამართლებრივი საკითხები.

 საგანმანათლებლო კურსი თეორიულ საკითხებთან და პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად მოიცავს ბიზნესქეისების განხილვას დარგის ექსპერტებტან ერთად. ასევე შეხვედრებს წარმატებულ ბიზნესწარმომადგენლებთან, მათი გამოცდილების, ცხოვრებისეული და პროფესიული რჩევების გაზიარებას.

 ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ 20 ყველაზე წარმატებული და ბიზნესის მართვის გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალური ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტული ამოცანებს შეასრულებენ.

 სააპლიკაციო ფორმის შევსებისას, გთხოვთ, გამოიყენეთ მხოლოდ ქართული შრიფტი;
 შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 აპრილი;
 არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება