ერთად ვეზიაროთ ხელოვნებას


ქუთაისის უნივერსიტეტს უკვე წლებია აქვს ძალიან კარგი ტრადიცია: სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთად სტუმრობენ ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სპექტაკლების სანახავად. ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს  სეზონი ყოფილა და თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლები -,,ღია შუშაბანდი“ და ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის არაჩვეულებრივი  სანახაობა გახლდათ.

 უნივერსიტეტში მოქმედი თეატრალური დასის წევრები  განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ახალი სპექტაკლების მიმართ.  ხელმძღვანელობაც ითვალისწინებს სტუდენტების ამ დიდ მისწრაფებას შემოქმედებითი სიახლეებისადმი და ყოველთვის ცდილობს, მათთვის ამ მხრივ ხელშეწყობასა და თანადგომას. პროფესიონალი მსახიობების მიერ სცენაზე ნათამაშები როლები, ერთგვარი სტიმული და გაკვეთილია ახალგაზრდა სცენისმოყვარულთათვის.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი შემოქმედებითი და ნიჭიერი ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მიდგომით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთი დასტურია, ისიც რომ ყოველწლიურად იმართება მან-სან-კან-ის საუნივერსიტეტო ფესტივალი. გამარჯვებულ გუნდს კი გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები. წელს ფესტივალის გამარჯვებული გუნდის გამოვლენა  უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ საახალწლო გასართობ ფართი-შეხვედრაზე მოხდა. უნივერსიტეტს ყავს მან-სან-კანის ნაკრები გუნდი, რომელიც ყოველწლიურად მონაწილობს რესპუბლკურ ფესტივალში. სწორედ ამ ნაკრები გუნდის ორი წევრი, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები - თეიმურაზ ნიქაბაძე და გივი პაპავა ტელეკომპანია რუსთავი2-მა ახლახანს მიიწვია გადაცემა ,,კომედი შოუს“ მსახიობებად. ვუსურვებთ ახალგაზრდებს ნაყოფიერ მუშაობასა და შემოქმედებით წინსვლას.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook