სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში


არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს  სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’). ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები

ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორეადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამეადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს.

ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 26 მარტი.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.olympiad.ge ან ღონისძიების Facebook გვერდზე

https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook