დასაქმების ფორუმი 2017


“დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ გიწვევთ ყოველწლიურ,  სტუდენტურ დასაქმების ფორუმზე.

გაცნობებთ, რომ პროექტში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში ცნობილი მსხვილი კომპანიები (საბანკო, სამომხმარებლო, სამრეწველო და სხვა სექტორებიდან). თითოეულ მათგანს ფორუმზე წარმოდგენილი აქვს ღია ვაკანტური ადგილები, რომელთა შევსებაც უშუალოდ პროექტის მიმდინარეობისას ხდება.

ფორუმის მიზანი - სტუდენტების ხელშეწყობაა, რათა მათ წარმატებით წარადგინონ საკუთარი თავი დამსაქმებლის წინაშე და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ქუთაისის უნივერსიტეტი 7 წელია მონაწილეობს დასაქმების ფორუმში, რომლის დახმარებითაც არაერთი სტუდენტი და კურსდამთავრებული დასაქმდა.

გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე  jobfair@hr.com.ge ან  jobfair1@hr.com.ge და სათაურში მიუთითეთ „დასაქმების ფორუმი“, რათა თქვენი CV პირდაპირ დამსაქმებელთან მოხვდეს.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება  ქ. ბათუმში 19 მაისს.

დატალური ინფორმაციისათვის მიმართეთ კარიერის ხელშეწყობის სამსახურს , აუდიტორია # 311


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook