დასკვნითი კონფერენცია TEMPUS PEOPLE-ის პროექტის ფარგლებში


მიმდინარე წლის 16-17 მაისს, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი მასპინძლობდა ორ დღიან დასკვნით კონფერენციას TEMPUS PEOPLE-ის (საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით) პროექტის ფარგლებში.

 

კონფერენციის მიზანი იყო „კარგი პრაქტიკის“ გაზიარება, რომელიც შეძენილ იქნა  TEMPUS PEOPLE-ის პროექტის განხორციელებისას 2014-2017 წლებში. კონფერენციას ესწრებოდნენ Erasmus+ სომხეთის ეროვნული ოფისის კოორდინატორი - ლანა კარლოვა და პროექტის 6 პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმოამდგენლები სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და შვედეთიდან.

 

 

ჩვენი უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა ორი წარმოამდგენელი (ნინო ხაზარაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორი და ელგუჯა დეისაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი). პლენარულ სესიაზე, რომლის სახელწოდება იყო „ქვეყნის პერსპექტივები ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით პროექტის პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, თავის გამოსვლაში, ელგუჯა დეისაძემ,  PEOPLE პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის ზეგავლენას (ეფექტს) საქართველოში. მან აღნიშნა, რომ PEOPLE პროექტი, ქუთაისის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული რესურს ცენტრებითა და ორივე უნივერსიტეტში სათანადოდ გადამზადებული საშუალო რგოლის ადამიანური რესურსების მენეჯერთა მეშვეობით, ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების პროცესების მდგრად განვითარებას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.  

 

კონფერენციის პირველი დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ პარალელურ სესიაზე სახელწოდებით „ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული დაგეგმარება“, რომლის მოდერატორები იყვნენ ადამიანური რესურსების პორტუგალიელი და ყაზახი ექსპერტები, ჩვენმა უნივერსიტეტმა წარმოაჩინა საკუთარი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიზნების შემუშავებასა და განხორციელებაში.

 

კონფერენციის მეორე დღე სრულიად დაეთმო პარალელური სესიის დასკვნებს, რომლებიც სესიის მომხსენებლებლების მიერ იქნა გაშუქებული. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებაში ჩვენი უნივერსიტეტის წვლილი სათანადოდ იქნა დაფასებული.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook