სპექტაკლი - ,,ცხოვრება კიბეა'’


28 ივნისს ქუთაისის უნივერესიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გაიმართა მე-6 ღონისძიება: სპექტაკლი - ,,ცხოვრება კიბეა\\\'’, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრები.

 ახალგაზრდა სცენისმოყვარულების ენთუზიაზმი, ხელოვნებისადმი უდიდესი სიყვარული,  პატივისცემა და მოწიწება იგრძნობოდა თითოეულ მათგანში მიღებული  როლების შესრულებისას.

ნიჭიერმა სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი და შეძლეს მთავარი სათქმელის მაყურებლამდე სწორად მოტანა.

სტუდენტური დღეები ქუთაისის უნივერსიტეტში ამით არ დასრულებულა:  აქვე დავაანონსებთ, რომ 30 ივნისს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება ესეების კონკურსი.

თვითმმართველობის მიერ შერჩეული არაჩვეულებრივად ლამაზი გარემო კიდევ უფრო მეტად გაზრდის სტუდენტების შემოქმედებით პოტენციალსა და ფანტაზიას. 

წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook