მეგობროობა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატრულ თეატრსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის


ქუთაისის უნივერსიტეტსა და ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატრულ თეატრს დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებთ.

უნივერსიტეტი შეძლებისდაგვარად მხარში უდგას მსახიობებს და ყოველ სეზონზე ახერხებს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის სხვადასხვა სპექტაკლის  ბილეთების შეძენას. თავის მხრივ თეატრის ადმინისტრაცია და მსახიობები ცდილობენ საჩუქარი გაუკეთონ უნივერსიტეტს და ყოველ სეზონზე ჩუქნიან ახალ საინტერესო წარმოდგენას.

ამის  დასტური გახლავთ ის, რომ  11 ოქტომბერს უნივერსიტეტი მიწვეული გახლდათ ახალგაზრდული დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლზე: ,,ორნი საქანელაზე“.

თეატრალური დადგმების  ერთობლივი ნახვა და განხილვა მეტად საინტერესოა და ერთგვარად ავსებს საუნივერსიტეტო კულტურულ ცხოვრებას.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook