პარიზის ტური ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს


21 ივლისის საღამო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად გასახსენებელ მოგონებად დარჩებათ ქუთაისის უნივერსიტეტის 2016-2017 წლის კურსდამთავრებულებს: ეს იყო მორიგი ულამაზესი დღესასწაული, რომელიც ახალგაზრდებს მშობლიურმა უნივერსიტეტმა აჩუქა. ( გამოსაშვები საღამო 2017 )

სხვა უამრავ სიურპრიზთან და სასიამოვნო მოვლენებთან ერთად ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი საჩუქარი უნივერსიტეტის დამფუძნებლებისგან ერგო ორ წარჩინებულ სტუდენტს: მედეა ქირიასა და თინათინ ბერაძეს  საჩუქრად პარიზის ტური გადასცეს. და სწორედ ახლა ისინი ამ საგზურით საფრანგეთის ულამაზეს დედაქალაქს სტუმრობენ და ტკბებიან პარიზის ღირსშესანიშნაობებით.

ვუსურვებთ მათ სასიამოვნო მოგზაურობასა და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს კი შევახსენებთ, რომ ოცნებები ხდება ხოლმე, თუ კი იქნებით მონდომებულები, ბეჯითები და მიზანმიმართულები. უნივერსიტეტი კი ყოველთვის ეცდება ყურადღება და სითბო არ მოაკლოს თითოეულ თქვენთაგანს. განსაკუთრებით წარჩინებულები კი გახაროს გამორჩეული საჩუქრებითა და სიურპრიზებით.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook