სტუმრობა ახალ სპექტაკლზე


28 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატრულ თეატრს სტუმრობდნენ.

ამჯერად მსახიობებმა მაყურებელს მცირე სცენაზე წარმოუდგინეს სპექტაკლი - ,,სტუმარი“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა  წარმოდგენაზე დასასწრები მოსაწვევები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით  თეატრალურ დასს და ლადო მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას; რამეთუ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ნამდვილად დადებით ასახვას ჰპოვებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერი სამყაროს განვითარებასა და გალამაზებაზე.

უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები მოუთმენლად მოელიან მორიგ ახალ წარმოდგენას ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატრულ თეატრის სცენაზე.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook