მეოთხე ეროვნული შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ,,CURE“ ფარგლებში


მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა რიგით IV ეროვნული შეხვედრა ევროკავშირის Erasmus + პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ (ინგლ. აბრ. CURE) ფარგლებში.

 შეხვედრას ესწრებოდენენ წარმომადგენლები საქართველოს ხუთივე პარტნიორი უნივერსიტეტიდან:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი საქართველოში),
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  3. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და
  5. შპს ქუთაისის უნივერსიტეტი.

 შეხვედრის მიზანი იყო  როგორც  ერთი წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული კონკრეტული შედეგების შეჯამება, ისე უახლესი განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა ახალი საპილოტე კურსების დანერგვისა და სტუდენტთა სამოქალაქო-სოციალური აქტივობების მიმართულებებით.

 ბათუმის შეხვედრაზე განხილული იქნა აგრეთვე პროექტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საკითხებიც, რომლის მონიტორინგის შედეგები და კონკრეტული რეკომენდაციები მიეწოდა თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტს. 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook