კონკურსი “ERASMUS +” პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად


ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამას “ERASMUS +” პირველი აქტივობის ფარგლებში   „Instituto Superior Técnico” ლისაბონის ტექნიკურ ინსტიტუტთან. ამ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად (3 ადგილი), რის შედეგადაც  განხორციელდება მაგისტრატურის სტუდენტთა (1 კურსი) ინდივიდუალური მობილობა პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით.

აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 20 ნოემბერს 15:00  # 202 აუდიტორიაში.

მობილობის პერიოდია 2017- 2018  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, ხანგრძლივობა 5 თვე.

წარსადგენი დოკუმენტებია:

  1. CV
  2. პასპორტის ასლი
  3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  4. სამოტივაციო წერილი
  5. სტუდენტის ცნობა
  6. სასწავლო ხელშეკრულება


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook