სტუმრად ჯადოსნურ სამყაროში


წინასაახალწლო ვიზიტი ,,ჯადოსნურ სამყაროში“ქუთაისის უნივერსიტეტისათვის ტრადიციადაა ქცეული: უკვე წლებია უნივერსიტეტს მეგობრული ურთიერთობა აქვს ამ ცენტრის ბენეფიციალებთან. მოზარდებს ძალიან უხარიათ სტუდენტების სტუმრობა- ისინი სასიამოვნოდ ატარებენ დროს მათ გვერდით.

 ახალგაზრდებმა წელს ტკბილეულთან ერთად გასართობი პროგრამაც მიიტანეს  საჩუქრად. ერთობლივი ღონისძიება ძალიან თბილი და ამაღელვებელი გამოვიდა ყველასათვის. ბავშვებმა სტუდენტებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ინიციატორებს.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook