2017 წლის შეჯამება


2017 წლის 29 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის რექ ტორმა ბატონ დავით თვალთვაძემ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად განვლილი წელი შეაჯამა და ახალი 2018 წლისათვის უნივერსიტეტის წინაშე მდგარი სერიოზული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ ახალი ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის ემზადება, რომელიც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ერთობ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპია. უნივერსიტეტის დამფუძნებლები, რექტორატი, აკადემიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი აქტიურად არის ჩართული ერთობ საპასუხისმგებლო, სერიოზული და საკმაოდ შრომატევადი პროცესების წარმატებით და ღირსეულად გადაწყვეტის საქმეში. საქმიანმა შეხვედრამ უნივერსიტეტის რექტორის ბატონ დავით თვალთვაძის თაოსნობით საახალწლო განწყობილებებით სავსე სუფრაზე გადაინაცვლა, რომელიც ღირსეული თამადობითა და თანამშრომელთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებით დაამშვენა. მრავლად იყო კეთილი სურვილები, ქვეყნის, ქართველი ერის, თითოეული ოჯახის ბედნიერი და სრულფასოვანი სიცოცხლისათვის, ცხოვრებისათვის, საქმიანობისა და შემოქმედებისათვის, ქუთაისის უნივერსიტეტის მთელი გუნდის გამარჯვებისა და წარმატებებისათვის !


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook