მან-სან-კანის ფინალი 2017


27 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა
მონაწილე გუნდები გახლდათ : 
,,ვირუსი“, ,,დუბლი 2“ და ,,ავანტიურისტები“

 ტრადიციისამებრ, თამაშს აფასებდა კომპეტენტური და გამოცდილი ჟიური. მოთამაშეებს კი ამხნევებდა ერთგული მაყურებელი, რომელიც მათ არც ამჯერად აკლდათ. ახალგაზრდებმა მოცემულ ნომინაციებს თავი მშვენივრად გაართვეს და საერთო ჯამში, ყველამ ერთად საინტერესო და სახალისო თამაში წარმოადგინეს.  ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოთამაშე გოგონა და ვაჟი- თამარ ხაჩიძე და მირზა გოქაძე. 
ჩემპიონატის გამარჯვებულის საპატიო ტიტული კი წილად ხვდა გოგონებისაგან დაკომპლექტებულ გუნდ - ,,ავანტიურისტებს“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 3 წელია გამარჯვებულის ტიტულს არ თმობდა გუნდი ,,დუბლი 2“. 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook