სიახლე შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის


დასრულდა მუშაობა და გამოსაცემად გამზადებულია საპილოტე კურსის „სამოქალაქო განათლება და დემოკრატია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების გზები“ რიდერი, რომელიც შეიქმნა ერაზმუს+ პროექტის  „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ (ინგლ. აბრ. CURE) ფარგლებში.

 

„CURE“ პროექტი თითქმის 2 წელია, რაც მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც შპს ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე სტუდენტებიც. აღნიშნული რიდერის თავების მომზადებაში პროექტში მონაწილე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად საკუთარი წვლილი შეიტანა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სამმა თანამშრომელმაც: თინათინ მეფარიშვილმა, გიორგი ჭუმბურიძემ და გია ცუცხვაშვილმა.

 

ახალი რიდერი გაამდიდრებს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში არსებულ არჩევითი კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ სასწავლო მასალას და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ამ კურსის მსურველთა სასწავლო პროცესს. რიდერის გამოყენება დაგეგმილია საქართველოს უსდ-ებში მასწავლებელთა მომზადების პროგრამებშიც. იგი ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს აგრეთვე სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

 

რიდერის ელ. ვერსია იხ. ბმულზე.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook