მსჯელობა დასაქმების პრობლემის შესახებ


31 მარტს სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტური დასაქმებს პორტალ Studentjob.ge-ს მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის ,დამსაქმებელმა მოთხოვნების და მოლოდინების გაანალიზება, მოხდა იდენტიფიცირება იმ ნაკლოვანებებისა რაც ხელს უშლის ერთის მხრივ დამსაქმებლებს, რომ მოიძიონ მათი ორგანიზაციისთვის მისაღები კვალიფიციური თანამშრომელი, ხოლო მეორეს მხრივ, გამოიკვეთა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის , თუ რა უნარების გაუმჯობესებაზე გაამახვილოს ყურადღება  კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებისთვის.

სამუშაო შეხვედრას  ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის“სტუდენტთა კარიერული განვთარების კორდინატორი“ ანა ტყეშელაშვილი და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.

სამუშაო შეხვედრას  ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა 6 ძირითადი გამოწვევა:

1.სტუდენტებისთვის სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება;

2.სტუდენტებში ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

3.სტუდენტების ინფორმირება სამუშაოს ძიების სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და გზების შესახებ;

4.სტუდენტებისთვის პერსონალური ბრენდინგის სწავლება;

5.დავეხმაროთ სტუდენტებს გახდნენ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

6.დავეხმაროთ სტუდენტებს აითვისონ ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

მოხდა  მიღებული გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმა შესაბამისი სამომავლო აქტივობები .

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook