14 აპრილი - დედა ენის დღე


14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას 1978 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები მიმართავდნენ შემთხვევით გამვლელებს კითხვებით, თუ რა დღე აღინიშნება 14 აპრილს და რატომ ? გამოკითხულთა უმრავლესობას, რომლებიც არ ფლობნენ ინფორმაციას დედა ენის დღესთან დაკაშირებით გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი. ხოლო, მათ ვინც იცოდა 14 აპრილის ისტორია ქუთაისის უნივერსიტეტისაგან გადაეცათ ქართველი კლასიკოსების წიგნები.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook