ჩატარდა ტრენინგი თემაზე - როგორ დავწეროთ CV და სამოტივაციო წერილი


20 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტის „ქრეალაბში“ (აუდიტორია #405  ) ჩატარდა  ტრენინგი შემდეგ თემაზე: როგორ შევადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც ჩაატარა სტუდენტთა კარიერული განვითარების კოორდინატორმა ანა ტყეშელაშვილმა.

 გამოიკვეთა, რომ მსგავსი ტრენინგები აუცილებელი და საჭიროა სტუდენტებისათვის, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში,  დააინტერესონ დამსაქმებლები და იპოვონ მათთვის სასურველი სამუშაო ადგილი.

სტუდენტთა კარიერული განვითარების მიზნით უნივერსიტეტი კვლავ განახორციელებს  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ  მსგავს აქტივობებს.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook