შეხვედრა პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებთან დაკავშირებით


2018 წლის 26 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  ჩატარდა ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის,  უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების შესახებ.

 

ტრენინგის სამუშაო ენები იყო ინგლისური და ქართული.

 

ქუთაისის უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ორმა წარმომადგენელმა - ლელა ქელბაქიანი, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი და რობერტ კამლაძე - უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ტრენინგზე განიხილეს ABET-ის მიერ შემუშავებული პროგრამის შეფასების ტრენინგის მასალები, კერძოდ, კურიკულუმის რუქის, შეფასების მეთოდების, მიღწევათა ინდიკატორების, პროგრამის განვითარების მეთოდები.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook