სერტიფიცირებადი პროგრამა - სახელმწიფო მართვის საფუძვლები


ქუთაისის უნივერსიტეტი იწყებს სერტიფიცირებადი პროგრამის 

სახელმწიფო მართვის საფუძვლების  

სწავლებას.

ლექცია-სემინარები ჩატარდება უნივერსიტეტის შენობაში (ქუთაისი, აკ. წერეთლის ქუჩა, 13) 28.05.2018-დან 24.06.2018-მდე პერიოდში კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 16:00-დან 18:00 საათამდე.

ტრენერი გია ცუცხვაშვილი, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ქუთაისის უნივერსიტეტის სერტიფიკატებს

პროგრამით სწავლა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია - არაუმეტეს 15 ადამიანისა. მსმენელთა შერჩევა მოხდება განაცხადების წარმოდგენის რიგითობით.

სწავლის საფასურია 150 ლარი.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სწავლა უფასოა

 

პროგრამის აღწერა  შეგიძლიათ იხილოთ ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, მისამართზე: https://drive.google.com/file/d/1p4zwzceoIdjF7hYmRc6a8ILMFYch80nI/view.

სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი წერილობითი ფორმით უნივერსიტეტის უწყვეტი სწავლების ცენტრში (ოთახი 104) ან გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე LLC@unik.edu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24.05.2018, 17:00 სთ.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, მისამართზე:

https://drive.google.com/file/d/1I1S5mJGoHxfnLSpID9GwGv-88GNlG1dh/view.

 

მსმენელად ჩარიცხულმა პირმა სწავლის დაწყებამდე უწყვეტი სწავლების ცენტრში პირადად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობისა და დიპლომის ასლები (სტუდენტმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცნობის წარმოდგენა საჭირო არაა), აგრეთვე - სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკონტაქტო პირი: კონსტანტინე ქავთარაძე, ტელ.: 551 70 27 47.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook