15-16 ივნისს შპს ქუთაისის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში


ამა წლის 15-16 ივნისს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტში  ჩატარდება რიგით მე-5 ეროვნული შეხვედრა ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში. შეხვედრებს დაესწრებიან CURE კონსორციუმის ყველა ქართული ორგანიზაციის წარმომადგენლები:

 

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისუ)
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი (თსუ)
  3. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“
  4. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნვერსიტეტი
  6. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (არასამთავრობო ორგანიზაცია).

 

საქართველოში CURE პროექტის კოორდინატორ დაწესებულებას წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისუ). სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგი (იხ. ბმული) მოამზადა

ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მაღლაკელიძემ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით წარიმართება აღნიშნული პროექტის სამუშაო შეხვედრები.  

 

მე-5 ეროვნული შეხვედრის მიზანია CURE-ს კონსორციუმის მე-4 საერთაშორისო საკოორდინაციო შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც ამა წლის 2-6 ივლისს უნდა გაიმართოს ქ. ბათუმში.

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook