ტრენინგ-სემინარი - „ცოდნა და ღირებულებითი განათლება''


„ERASMUS +“ საერთაშორისო პროგრამის “CURE” პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 29-30 ივნისს შპს ქუთაისის უნივერსიტეტს ორი დღით ეწვია ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და დოქტორი ჟან-ლუკ პატრი. მან ინგლისურ ენაზე ჩაატარა ორდღიანი ინტენსიურ ტრენინგ-სემინარი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდის „ცოდნა და ღირებულებითი განათლების“ შესახებ, რომლის ავტორი თავად ავსტრიელი ექსპერტი გახლავთ.

 ორდღიანი ტრენინგ-სემინარი  შემდეგი გრაფიკით წარიმართა:

  • პირველი დღე , 29 ივნისი. 14:00 სთ - 17:00 სთ.
    • მეორე დღე, 30 ივნისი. 11:00 სთ- 13:00 სთ.

პირველ დღეს ავსტრიელმა ექსპერტმა შესავალი თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ განიხილა ერთ-ერთ დილემა სამოქალაქო განათლების თემატიკაზე, ხოლო მეორე დღე სრულად დაეთმო დილემას, რომლის თემატიკა ბიზნესთან გახლდათ დაკავშირებული.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა აღნიშნულ ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები და ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გახლდათ. დაისვა საინტერესო შეკითხვები ტრენერის მისამართით, ასევე გაიმართა დისკუსიები.

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook