მან-სან-კანის ''მეგობრული ფესტივალი''


29 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი მხიარულ და მეგობრულ თამაშს მასპინძლობდა.

თამაშში მონაწილეობას იღებდა 4 გუნდი: წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი "ქსუ", ქუთაისის დამოუკიდებელი გუნდები : "იშვიათი იმერლები" (ჯუნიორი) და "სკვაზნიაკი", ასევე მასპინძელი  უნივერსიტეტის ნაკრები გუნდი "სენსაცია".

კონკურსი მიმდინარეობდა შემდეგ ნომინაციებში: მისალმება, კითხვა-პასუხი და  ფოტო კონკურსი. ( ფოტოზე კომედიური კომენტარები).

თამაშს აფასებდა კომპეტენტური ჟიურის წევრები : იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პრეზიდენტი - რამაზ კილასონია, ტევე - 1 არხის ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე,  ქუთაისის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის და მობილობის პროცესების მენეჯერი თინათინ მეფარიშვილი, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია ჟორჟოლიანი და რექტორი დავით თვალთვაძე.

თამაში დასრულდა შემდეგი შედეგით: პირველი ადგილი წილად ხვდა  გუნდ "სკვაზნიაკ"-ს, მეორე  ადგილი - "სენსაცია", მესამე ადგილი - "ქსუ".

გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე გოგონა - თამარ ხაჩიძე (სენსაცია), საუკეთესო მოთამაშე ბიჭი - გიგა ჩოგოვაძე ( იშვიათი იმერლები) , ჟიურის სიმპატია  კი გახდა გუნდი "სენსაცია".

თამაშს უძღვებოდა კომედი შოუს მსახიობი და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ნიქაბაძე.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook