"CURE" პროექტის დადებითი შუალედური შეფასება


2018 წლის 13 –დან 28 ივნისამდე საქართველოში Erasmus + ოფისის წარმომადგენელმა ლიკა ღლონტმა განახორციელა პროექტის მიმდინარეობის საველე მონიტორინგი.  ვიზიტმა აჩვენა, რომ აღნიშნულ სფეროში განხორციელდა პროგრესი და პროექტის მონაწილეების საქმიანობა დადებითად შეფასდა.

"გვინდა მადლობა გადავუხადო გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯის(ისრაეილი), ქუთაისის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დისკუსიებსა პროექტის განხორციელების პროცესში მათ მიერ შეტანილი წვლილისა და დათმობილი დროისთვის."–წერს თავის ანგარიშში პროგრამის მენეჯერი როისინი (RÓISÍN MC CABE).

აღსანიშნავია, რომ  ტრენინგი "განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის" რომელიც შედგება ოთხი თემატური ბლოკისგან: ა) დემოკრატიული მოქალაქეობა და ადამიანის უფლებები; ბ) სამოქალაქო ცნობიერების ფორმირება და პირადობის სხვადასხვა დონე; გ) ტოლერანტობა და ურთიერთობა მრავალფეროვან გარემოში და დ) კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მოხდა მისი ნაწილობრივ პილოტირება, რის შემდეგაც განხორციელდა სასწავლო კურსები მოქმედი მასწავლებლების გადასამზადებლად. პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ ამ ტრენინგებს. იმერეთში კი ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლმა ტრენერებმა, რომლებმაც გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგები, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილდა ახალი სწავლების მეთოდების ცოდნასა და უნარებზე, პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს კერძოდ იმერეთის რეგიონის სკოლის მასწავლებლებს 10მდე ტრენინგი ჩაუტარეს , ჯამში კი 100მდე მონაწილეს.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook